пятница, 28 марта 2014 г.

ჩემი პირველი სადამრიგებლო

41-ე სკოლაში ახალი მისული ვიყავი, როცა სადმრიგებლო მომცეს.... საოცარი გრძნობა იყო.... მეათეკლასელები იმ დროს იმხელები იყვნენ ჩემთვის, რომ ..... მათგან დიდად არ განვირჩეოდი (ექსკურსიებზე მასწავლებელი ერთი დიდი ტანის მოსწავლე ეგონათ ხოლმე და არა მე და ეს სულ კურიოზების საფუძველი ხდებოდა)...ძალიან კარგად მახსნედბა ყოველი წუთი, ფეხით მოვლილი ძველი თბილისი, ქარიანი დღეებიც რომ ვერ გვაჩერებდა..... ექსკურსიები, რატომღაც სულ რაღაც ისტორიებით (ერთხელ ნაწვიმარი იყო და სამარშრუტო ტაქსი ტალახში ჩაეფლო და ჩვენ მოგვიწია მისი ამოთრევა და მერე კილომეტრების ფეხით გავლა :) დაუვიწყარი იყო)... მიხარია, რომ მასწავლებელიც ვიყავი და მეგობარიც და მეგობარი იმიტომ კი არა, რომ მასწავლებელი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ მეც მეგობრებად ვთვლიდი მათ და ეს ხელს კი არ გვიშლიდა სწავლის პროცესში, პირიქით, გვეხმარებოდა....
სამწუხაროდ, მაშინ ციფრული აპარატი არ გვქონდა, მაგრამ მერე ალბათ, მოვახერხებ სურათების შეტანას კომპიუტერში :) ჯერჯერობით კი ეს ვიდეო იყოს, ვიცი რომ გაგეხარდებათ, რომ ნახავთ!!!!
მიყვარხართ!
მახსოვხართ!
გკოცნით!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий