пятница, 28 марта 2014 г.

ჩემი მე-5 კლასი

რამდენიმე წელი მხოლოდ მაღალ კლასებში შევდიოდი..... პიველად რომ მითხრეს, მეხუთე კლასში უნდა შეხვიდე და სადამრიგებლოდაც აიყვანოო, გული გადამიქანდა... მართლა შემეშინდა, დიდიებთან დიდურ ურთიერთობას ვიყავი მიჩვეული, მეგობრობას, მესაიდუმლეობას პატივისცემასა და გაგებაზე აწყობილ ურთიერთობას და უცებ ვერ აღვიქვი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი პატარებთან :) მერე გამახსენდა, რომ მთელი ბავშვობა სწორედ დაწყებითების მასწავლებლბა მინდოდა :) გამეცინა.... მერე გამახსენდა ისიც, პირველად რომ მითხრეს, მე-10 და მე0-11 კლასებში უნდა შეხვიდეო (სკოლაში მისვლისთანავე), როგორ ავღელვდი.... გამახსენდა, რა განცდა დამეუფლა საერთოდ პირველად რომ შევედი კლასში და ..... მასწავლებლის მაგიდას ვერაფრით ვერ მივეკარე, საშინლად არ მომეოწნა იქ ჯდომა, იქიდან კლასი რაღაცნაირად მოჩანდა, თითქოს ზევიდა, შორიდან და კიდევ უსიამოდ ცივად :) და არა თუ იმ დღეს, მერეც კი თითქმის არ ვმჯარვარ იქ :) :) :) იმ დღეს ცარიელ მერხთან დავჯექი, მოსწავლეებს გავესაუბრე და მერე ყველაფერი თავისით მშვენივრად აეწყო და უცხოობა არც მე მიგრძვნია და არც მათ; მეც პირველად ვიყავი იმ სკოლაში და ისინიც (სხვადასხვა სკოლებიდან ინფორმატიკის შესასწავლად იყვნენ გადმოსულნი) და ამით ერთმანეთს ვგავდით:).....
პირველმა ღელვამ გადაიარა თუ არა, ჩემი მე-5 კლასის პირადი საქმეები ავიღე და დავიწყე თვალიერება - მინდოდა წინასწარ გამეცნო, წინასწარ წარმომედინა, წინასწავლ მივჩვეოდი...... და იმ დღეს ჯერ უცნობ და უკვე ფოტოებითგაცნობილ მოსწავლეებს წერილი მივწერე.......ურთიერთობის ეს ფორმა ბავშვობიდან მიყვარს :) ჩემს მეგობარს წერილებით ვესაუბრებოდი ხოლმე და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მასწავლებელსაც, რომელიც ასევე მეგობრად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც).... (არჩევანმა გაამართლა... საიდან ვიცი? ვიცი!!! :) :) ;) ;) იმ წერილს ხშირად გაიხსენებდნენ ხოლმე .... ახლაც იხსენებენ უკვე სკოლადამთავრებულები....).
ასე დაიწყო ყველაფერი..................
ერთი წელი დამრიგებელი ვიყავი, ცოტა მეტი.... მერე ერთი წელი და ცოტა მეტი საერთოდ არ ვიყავი სკოლაში (ჩემი პაწიების გამო).... მერე უბრალოდ მასწავლებლად დავბრუნდი... ახლა ზოგისთვის უბრალოდ მეგობარი ვარ, ზოგისთვის  უბრალოდ მასწავლებელი, ზოგისთვის კარგი მოსაუბრე, ზოგითვის რა ვიცი.... :)
წელიწად ნახევარში იმდენი ექსკურსია, ღია გაკვეთილი და კონფერენცია და შემოქმედებითი მუშაობა გვქონდა, რომ ერთმანთი ვერ დავივიწყეთ :) :) :) თანაც თელი ამ დროის მანძილზე მათი პირადი ფოტოგრაფი ვიყავი :)


Комментариев нет:

Отправить комментарий