понедельник, 2 июня 2014 г.

მოგონება

ეს იყო ალბათ ჩვენი პირველი პროექტი, მაგრამ მაშინ არც კი ვუწოდებდით პროექტს :)
შევისწავლეთ შარლოტა კვანტალიანის უაზმრავი ლექსი... პოეტს უკვე ვიცნობდით და ამიტომ ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ საქმეს.... ღონისძიების ატარება მოვისურვეთ, მწერლის იუბილე უნდა აღგვენიშნა და საჩუქრად მისი ვებგვერდი ,,მიგვერთმია'' :)  ბავშვებმა მოიძიეს ლექსები, სხვა მასალები.. შეხვდენე ავტორს და ჩაწერეს ვიდეოები... ამ ყველაფერს აკრეფა და რედაქტირება უნდოდა...  საქმე ზლაიან ბევრი იყო... სხვა კლასებიციყვნენ ჩართულნი, გრანდიოზული ღონისძიება გამოგვივიდა... პოეტიც გავახარეთ იმით, რომ მოვეფერეთ, ვაჩვენეთ, როგორ გვიყვარდა მისი ლექსები და რაც მათავარია, მასალები  ინტერნეტში განვათავსეთ, რათა სხვებსაც შეძლებოდათ მოძიება....
აი, რა ეწერა საიტზე ,,ჩვენ შესახებ'':

ვებ-გვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა – გიორგი ფარესიშვილი
 
 
(N43 საჯარო სკოლის IX კლ.)
 
 
 
მასალებზე მუშაობდნენ:
 
 
ნინო ბინიაშვილი,
 
 ელენე უთმელიძე,
 
ანა ქორჩილავა,
 
მარიამ ჩანქსელიანი,
 
ლიკა კუტალაძე,
 
ლინდა გიორგაძე.
 
 
(N43 საჯარო სკოლის IX კლ.).

 


ალბათ ეს ინფორმაცია რომ არა, ვერც გავიხსენებდი, ყველაზე დიდი წვლილი ვინ შეიტანა ამ გვერდის შექმნაში :) კიდევ ერთხელ გიხდით, დი მადლობას, ბავშვებო!!! რა დამავიწყებს ფარესიშვილი გიორგი, ლამის კომპიუტერთან ათენბდა :) ჯერ კიდევ ასე კარგად არ ვიყავით შეჩვეული ახალ ტექნოლოგიებს, ტექსტის აკრეფასაც კი ძალიან დიდი დრო მიქჰონდა :)
მადლობა ყველას!!!!

აი, ეს გვერდიც!

http://sharlota.ucoz.com/

და დიდი მადლობა ქალბატონ შარტლოტა კვანტალიან ჩვენს ღონისძიებებში მონაწილეობისა და მხარში დგომისათვის! ის მანამდეც და მერეც არაერთხელ გახლდათ ჩვენი სტუმარი და პოეზიის საღამოების თანამონაწილე და ეს ,,თანამშრომლობა'' დღესაც გრძელდება. მოდიან ახალი თაობები, ისევ ოცდებიან, ისევ იხიბლებიან მისი ლექსებით, მისი პიროვნებით....
ღმერთმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა არ მოგაკლოთ, ქალბატონო შარლოტა!