воскресенье, 28 декабря 2014 г.

me- fotografi

ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო...... ჯერ კიდევ ფირს რომ ვამჟღავნებდოთ და ნეგატივში ვხვდებოდით, სურათი კარგი იყო თუ ცუდი :) :) :)თქვენ წარმოიდგინეთ, მასწავლებელს ჯერ არ ჰქონდა ფოტოგრაფის მოვალეობა შეთავსებული :)მაგრამ მოხალისეებს რა გამოლევს :) :) :) ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ არქივისა, რაც მაქვს.. როცა დრო მექნება ან ნოსტალგია შემომაწვება, დავდებ ალბათ ზველ სურათებს :) და გაგამხიარულებთ)
მიხაროდა და მიხარია რომ ვარ თქვენი პირადი ფოტოგრაფი ;)

ძველი ნაწერები



თეონა თამაზაშვილი
XI კლასი
ჩემი სკოლა ათი წლის შემდეგ

- ჯორჯ, ახლა წავედი, თორემ სკოლის ავტობუსი გამასწრებს და ხომ იცი, ნახევარი ქალაქი უნდა გავიარო, რომ სოლოლაკს მივაღწიო. ადრე, თურმე, სკოლის მახლობლად ჰქონდათ საცხოვრებელი ბინები და სახლები. ახლა იქ დაწესებულებები, ოფისები და სასტუმროებია. რაც უფრო მაღლა მიჰყვები აღმართს, მით უკეთესი ხედი იშლება შენ თვალწინ... მოკლედ, მალე ჩამოდი და ყველაფერს ნახავ.
- კარგი, კარგი... - იცინის ჯორჯი, - გუშინ დამეძინა და დღეს თუ მიმიღებთ, გაკვეთილზე სისმოვნებით დაგესწრებით. ცხრა საათისთვის ,,ON LINE’’-რეჯიმში ვიქნები. 
- კარგი,  წავედი. . .
გიორგი კომპიუტერს ქართულად ემშვიდობება. მასაც ესმის და იწყებს ოპერაციული სისტემა ,,linux”-ის დახურვას, თან ეკითხება: ,,როდის დაბრუნდები, რომ ჩართული დაგხვდეო?’’ ,,დღეს ბევრი საქმე მაქვსო’’,- პასუხობს გიორგი.  კომპიუტერი იღუშება, ვერ იგებს ასეთ ბრძანებას. გიორგი იცინის და ეუბნება: ,,შვიდ წუთში ავტობუსი მოვა და ზუსტად ორმოცდაშვიდ წუთში სკოლაში ვიქნები. ბოლომდე არ დახურო პროგრამა, მუშაობა არ დამიმთავრებია. სკოლას რომ მივუახლოვდები, მესიჯით გაცნობებ, რომ გაამზადო ჩემი დოკუმენტები და სკოლის კომპიუტერში დავასრულებ საშინაო დავალებას.
...აი, გიორგი სკოლის კიბეზე არბის. მეგობრები უკვე მოიკითხა სკოლის ავტობუსში, ასე რომ, შეუძლია, საქმეს შეუდგეს. იგი შედის კლასში (სადაც ყველას პერსონალური კომპიუტერი უდგას სამუშაო მაგიდაზე) და ჯდება თავის კომპიუტერთან, რომელიც უკვე ჩართულია და ელის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანას.
...სულ ცოტაც და გიორგი საშინაო დავალებას დაასრულებს. ,,ზარის დროა!’’ – ახსენებს მას კომპიუტერი. ეს ნიშნავს, რომ სამ წუთში გაკვეთილი იწყება. მოსწავლეები დოკუმენტებს სპეციალურ საქაღალდეში ალაგებენ, რომ მასწავლებელმა თავისი კომპიუტერიდან მომენტალურად შეძლოს მათი პოვნა და დათვალიერება.
...აი, გაკვეთილიც დაიწყო...
- მასწ, ჯორჯს დღესაც უნდა, გაკვეთილზე დაგვესწროს, დართავთ ნებას?
- ჩართე ვიდეოთვალი!
გიორგი სიხარულით რთავს მოწყობილობას. ჯორჯი უკვე ხაზზეა და მასწავლებელი მას ღიმილით მიმართავს:
- ჯორჯ, გალაკტიონის ლექსი თუ იცი, გაკვეთილზე დაგიშვებთ! J
- ,,ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის“... - იწყებს ჯორჯი.
- ეეე... ეგ ხომ ყველამ იცის, - იცინიან ბავშვები.
- კარგი,- იხტიბარს არ იტეხს ჯორჯი,- მაშინ ეს იყოს:
- ,,კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
   ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს...’’
- გამოთქმა გიჭირს, მაგრამ საინტერესოა, შინაარსი თუ გესმის?
- საერთოდ, ძნელად მესმის-ხოლმე ლექსის სიტყვები, მაგრამ გალაკტიონს სიმღერასავით ვსწავლობ და არ მიჭირს.
აი , ეს ძალიან მომწონს:
,,არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!”
- ჯორჯ, მაინც რით მოგწონს ეს ლექსი?
- რა თქმა უნდა, მუსიკით! გარდა ამისა, ჩვენ კურსზე ერთი ბიჭია, ქართველი, კანადის მოქალაქეა. აქ რომ ჩამოსულან მისი მშობლები, იგი თვეების ყოფილა, მაგრამ ვერაფრით ათქმევინებ,- კანადელი ვარო, თბილისელი ვარო,- ამბობს.
- მართლა?.. ვინ არის?.. რატომ არ ვიცნობთ?.. რა ჰქვია?..- დააყარეს კითხვები ჯორჯს.
- მათე ჰქვია და მეთიუს რომ ეძახიან, ძალიან ბრაზობს. აუცილებლად გაგაცნობთ. მათეს რომ ეტყვიან, ქართთული ლექსი წაგვიკითხეო, პირველად ამ ლექსს კითხულობს ხოლმე, და ისე კითხულობს, ყველას შეგვაყვარა ეს ფრაზები. მაინც სხვაა ქართული გამოთქმა. სისხლი და გენია მთავარიაო,- მათე ამბობს და, ამ ბოლო დროს, ვხვდები, რომ იგი მართალია.
ჯორჯი ჰპირდება ბავშვებს, რომ მათესთან დააკავშირებს. ბავშვები ხვდებიან, რომ დროს დაკარგვა აღარ შეიძლება და გაკვეთილი იწყება.
...დრო შეუმჩნევლად გარბის. ერთი გაკვეთილი არ ჰყოფნით, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, მათი ცხრილი ხომ ,,მოძრავია“ და შეუძლიათ, სურვილისამებრ, დაამატონ საგაკვეთილო დრო. მთავარია, კვირის მანძილზე ყველა საგანი იმ საათობრივი რაოდენობით ჩატარდეს, რაც განსაზღვრულია, დღეში 1 საათი დაუგეგმავია და იმ საგანს ხმარდება, რომლის გაღრმავებასაც მოსწავლეები მოისურვებენ.
 - არ დაიკარგო, ჯორჯ! სამ დღეში დიდ გაწამაწიაში ვიქნებით - სპორტული კვირეული იწყება და რადგან მთელ ქალაქში ყველაზე კეთილმოწყობილი სპორტული კომპლექსი ჩვენ სკოლას აქვს და სასადილოშიც დიდი ფართობია, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ, შეჯიბრებები აქ გაიმართება. ამ ყველაფერს შეგიძლია ინტერნეტით ადევნო თვალი პარალელურ რეჟმში.
- ჯორჯ, დღეს ქიმიაში პრაქტიკული  გვაქვს, არ გინდა ნახო, როგორ ჩაივლის ცდა?
ფიზიკაში დღეს საინტერესო მასალაა ასახსნელი, არ შემოგვიერთდები?
- სიამოვნებით, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ, რომ თქვენ ახლა გაიღვიძეთ, აქ კი დაღამდა და საშინლად მეძინება. თანაც ხვალ ხომ მათემატიკაში მსოფლიო ოლიმპიადის დასკვნითი ტურია, დაგავიწყდათ? გინდათ, რომ კონკურენცია ვეღარ გაგიწიოთ? J ოლიმპიადის შემდეგ დაგიკავშირდებით და შედეგები გადავამოწმოთ, o.k.?
და საერთოდ, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა – ეს ყველაფერი ჩვენთანაც და თქვენთანაც ხომ ერთნაირია? მე, უბრალოდ, თქვენი გაკვეთილები, თქვენი ურთიერთდამოკიდებულება მომწონს. ამას რომ ვხედავ, აღარ მიკვირს, რატომ ამბობს მათე ასე ამაყად, ,,ქართველი ვარო“. ეს ურთიერთობები შეუცვლელია. და კიდევ ქართულის გაკვეთილია შეუცვლელი – ღიმილით ამბობს ჯორჯი.
ჯორჯი ქართველ მოსწავლეებთან ერთად სწავლობს ქართულს ქ. თბილისი #43 საჯარო სკოლაში. ლიტერატურა ძალიან მოსწონს, გრამატიკა უჭირს. ამბობს: ,,რაღაც სხვა ფსიქიკის ხალხი ხართ. არსად არ შემხვედრია ისეთი ფორმები, ქართულში რომ არის, მაგრამ თქვენ, თავად, ამას ვერ აფიქსირებთო’’.
ზოგჯერ ჯორჯის მეგობრებიც ესწრებიან ქართულის გაკვეთილებს. იმედია, მათესაც გაიცნობენ ორმოცდამესამე სკოლელები. მათ უკვე ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავთ და თავადაც ხშირად ერთვებიან ხოლმე მათ სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით, ისეთ საგნებზე, როგორიცაა: ასტრონომია, კულტუროლოგია, ფსიქოლოგია და სხვა. ქართველებს მოსწონთ რაღაც იქაური, უცხოელებს იტაცებთ და აინტერესებთ რაღაც აქაური. გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა-გამოცვლა მეტად საინტერესო პროცესია. ეს ყველაფერი არღვევს ჩარჩოებს და მრავალფეროვანს ხდის ცხოვრებას.



ბუნება მბრძანებელიაN
ნინო მენაბდიშვილი
V კლასი

ჩვენ ვცხობრობთ ყველაზე ლამაზ პლანეტაზე, დედამიწაზე, სადაც ბუნება  ძალიან რთულადა და საინტერესოდაა მოწყობილი. ერთი შეხედვით, ბუნებაში ყველაფერი გამოცანად გვეჩვენება. ადამიანი ყოველთვის მიისწრაფოდა, გამოეცნო ეს გამოცანები, გაეგო, თუ რატომ და როგორ ხდება ესა თუ ის მოვლენა.
სათნო, ყოვლის შემძლე და, ამავე დროს, შეუწყალებელი ბუნება მართავს ყველაფერს, რაზეც დედამიწის ბინადარნი (თვით ადამიანებიც) არიან დამოკიდებულნი. ადამიანის უხეში ჩარევა ბუნების კანონებში მავნებელია თვით ადამიანისთვის, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა კაცობრიობა.
...ადამიანმა გაჩეხა ტყეები, დააბინძურა ჰაერი და წყალი, ამის შედეგად გახშირდა სტიქიური უბედურებები და ჩვენ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდექით.
ცნობილი ქართველი მეცნიერი, ბუნების მოამაგე, ნიკო კეცხოველი წერს: ,,ბუნება ადამიანის ხელის გარეშე არ არსებობს. ხოლო თუ ადამიანის ხელი უგუნრად წარიმართა, იგი ბუნებას კლავს, მაგრამ გონიერი ცოდნით შეიარაღებული - აცოცხლებს, ამდიდრებს და ახარებს მას”.
მართლაც, ბუნება და ადამიანი განუყოფელია - ადამიანი ბუნების ნაწილია და ბუნება ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი და ერთადერთი გარემოა. ამიტომ იგი ჩვენი ზრუნვის უპირველესი საგანი უნდა იყოს.


                          
* * *
ნანა  რუსია
V კლასი

ბავშვებს, რომლებიც ქალაქში ვცხოვრობთ, ბუნებასთან შეხება არა გვაქვს. ძირითადად, ბუნების სილამაზეს ზაფხულში, დასასვენებლად რომ მივდივართ, მაშინ ვგრძნობთ, ან მაშინ როცა ბაბუას ბოტანიკურ ბაღში ან კუს ტბაზე სასეირნოდ მივყავართ.
...ამ ზაფხულს ქობულეთში ვიყავით დასასვენებლად. ზღვის სანაპიროს ზოლივით გასდევს ასწლოვანი ფიჭვნარი მაგნოლიის ხეებთან ერთად.
რამდენიმე დღე უამინდობა იყო - ცოტა აგრილდა, ზღვაც აღელვდა. ზღვის ტალღებმა სანაპიროდან მთელი ქვები აკრიფა და ზღვაში შეიტანა. მას ჩემი თვალით ვუყურებდი და მიკვირდა ზღვის ეს გაწამაწია. Mეორე დღეს პლაჟზე მხოლოდ სილა იყო დარჩენილი. მესამე დღეს კი ვნახე, რომ ტალღებს ისევ უკან გამოეტანა ქვები და თავის ადგილზე დაელაგებინა. ზღვაც დაწყნარებული იყო. შაოცარია მშვიდი ზღვის ყურება, მაგრამ იგი მუდამ იდუმალია და მოულოდნელობებითაა აღსავსე.
და აი, ერთხელ, ზღვის სანაპიროზე ყოფნისას, ამინდი უაცრად თითქოს აირია და ზღვის სიღრმეში შევნიშნეთ დიდი ძაბრისებული რამ. რომელიც ტრიალებდა ზღვის თავზე: ,,ტორნადო”... ,,ქარბორბალა!” – წამოიძახეს აქეთ-იქიდან. ერთმანეთს გადავხედეთ, სანაპიროდან ბულვარზე ავედით და შეშინებულები ვუყურებდით ქარბორბალას, რომელიც რამოდენიმე წამის მერე ცაში აიჭრა და გაქრა.
აი, აქ ვიგრძენი ბუნების ძალა. თურმე როგორი საშიში შეიძლება იყოს მისი რისხვა.


* * *
დავით ღუღუნაძე
V კლასი

ბუნებას თავისი კანონები აქვს და ყველა ცოცხალი ამ კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. ყოველ ცოცხალს ბუნებაში  თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს. მწვანე მცენარეები ნიადაგს ქმნიან და ამაგრებენ, მიწა მათთვის სახლიც არის და საკვებიც; თვითონ ხეები კი ჰაერს აწვდიან სხვა ორგანიზმებს. ტყეები სახლია ცხოველებისათვის. ისინი აქ პოულობენ საკვებს და თავშესაფარს, ისინი არ ანადგურებენ და არ აბინძურებენ თავის გარემოს, თითქოს უფრთხილდებიან მას.
უფალმა ბუნების გვირგვინად ადამიანი მოავლინა. მას აზროვნების უნარი მისცა. თავიდან ადამიანს თავშესაფარს და საჭმელს ბუნება აძლევდა. არც იგი იყო ხარბი და  არ მოჭრიდა იმაზე მეტ ხეს, რაც საცხოვრებლის ასაგებად ან შეშად სჭირდებოდა; ნადირსაც იმდენს მოინადირებდა, რამდენიც საკვებად სჭირდებოდა. თანდათან ადამიანი შეიცვალა, დაიწყო ბუნებაში ჩარევა, მუდმივად არღვევს მის კანონებს, თავისი საქმიანობით აბინძურებს ჰაერს, წყალს, მიწას. დღეს ადამიანი ნადირობს არა იმიტომ, რომ შია, არამედ იმიტომ, რომ ეს გართობის ერთ ერთი სახეა. ჩეხავს და ანადგურებს ტყეებს მხოლოდ იმისთვის, რომ საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვი მორთოს.
გარემოს მიმართ ასეთი უდიერი მოპყრობა, მისი კნონების დარღვევა  ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება ბუნებრივი კატასტროფებით: ზვავებით, მეწყერებით, წყალდიდობებით, უდაბნოებით და ა.შ. ამგვარი მოვლენებით ბუნება მუდმივად გვახსენებს, რომ თვითონაა მბრძანებელი და არა - ადამიანი.



* * *
ანი ხოსრუაშვილი
V კლასი

ადამიანი ბუნების შვილია და მისივე ნაწილია. ბუნება, მისი შემადგენელი ოკეანეებითა და ყინულოვანი მწვერვალებით, უდაბნოებითა და ოაზისებით, ბუმბერაზ გარემოს ქმნის, რომელშიც ცხოვრობს და შრომობს ადამიანი. უმცირესი ერთუჯრედიანი არსებებიდან დაწყებული 150-ტონიანი ვეშაპით დამთავრებული, ის  სამყაროა, რომელიც ადამიანთან ერთად თანაცხოვრობს ამ ბუნებაში.
ბუნების მოვლენები: ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი, წყალდიდობა და გვალვა - წყლისა და მიწის სტიქია, კარგად შეისწავლეს მეცნიერებმა, მაგრამ მათი მართვა დღემდე ვერ ხერხდება. ამიტომაცაა ბუნება ჩვენი მბრძანებელი, ამიტომაც აწუხებს კაცობრიობას გლობალური ეკოლოგიური პრობლემები. ბუნება არა მხოლოდ მბრძანებელია, არამედ ასაზრდოებს ადამიანს. სწორედ ამიტომ, მას გაფრთხილება სჭირდება. არგაფრთხილებამ შეიძლება დიდი უბედურება მოუტანოს კაცობრიობას.
არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, თავს გრძნობდე ამ დიდებული ბუნების ნაწილად…



* * *
თემო სამსონაძე
V კლასი

ყოველდღე გვესმის ახალ ამბებში, რომ რომელიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა ან გადაუღებელ წვიმებს წყალდიდობა მოჰყვა. ყოველივე ეს თავად ადამიანის ქმედების ბრალია.
მეწყერი ბუნებრივი სტიქიაა, რომელიც ადამიანმა ტყის უსასრულო კაფვით შექმნა. ხეების ფესვები მიწას ვეღარ აკავებს და იწყება მიწის ჩამოშლა. ამ სტიქიისგან ყველაზე ხშირად სვანეთი ზარალდება.
ტყეების უსასრულო ჩეხვის შედეგია უდაბნოების გაჩენაც, მაგალითად მსოფლიოს უდიდესი უდაბნო ტყეთა დიდი ფართობების წვის შედეგია.
ადამიანი ბუნებას ანადგურებს, როცა მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში მომწამლავ ნივთიერებებს უშვებს, მაგალითად  ნავთობს. წყალში ტონობით ჩაყრილი ნაგავი ასევე ვნებს მის ბინადრებს. დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ იკლავს, ყოველწლიურად, ასობით ვეშაპი თავს. მეცნიერთა ჯგუფი ამას წყლის დაბინძურებას მიაწერს. ისინი თვლიან, რომ წყალი იმდენად დაბინძურებულია, რომ ვეშაპები იქ ვეღარ ძლებენ და თავს იკლავენ.
არანკლებ საშიშია ჰაერის დაბინძურება. ყოველწლიურად შენდება ფაბრიკები, უშვებენ მილიონობით მანქანას, რომლებიც მავნე აირებს გაისვრიან ატმოსფეროში. ამ აირების ჭარბი რაოდენობა ტემპერატურის ყოველწლიურ მატებას იწვევს, რასაც, მეცნიერების აზრით, გლობალურ დათბობამდე მივყავართ.
ადამიანებმა გააცნობიერეს მათ წინაშე მდგარი საშიშროება და ბევრ ქვეყანაში ეწყობა აქციები გარემოს დასაცავად. მაგალითად: ბევრ ქვეყანში გარემოს დაცვის დღეა დაწესებული, როდესაც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ბუნებაში გადის და ტყეებსა და ზღვისპირა ზოლს ასუფთავებენ ნაგვისაგან. გადაშენების პირას მდგარი ცხოველების დასახმარებლად ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ინგლისში, სპეციალურ ზოოპარკებს აგებენ, სადაც წითელ წიგნში შესულ ცხოველებს ამრავლებენ. 
პარიზში, მაგალითად, ორიოდე წლის წინ მოეწყო აქცია, რომლის დროსაც მთელ პარიზში 1 წუთით ჩააქრეს შუქი, რითაც დაზოგეს ასობით მეგავატი ელექტროენერგია.
საქართველოში დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია ტყის დაცვა, რისთვისაც ხშირად ხეების დარგვის აქციები ეწყობა. აღნიშნული პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით ხორციელდება.

* * *
სალომე თევდორაშვილი
V კლასი

ბუნება რომ არ იყოს ჩვენ ვერ ვიარსებებდით. მის გარეშე არ იქნებოდა სიცოცხლე დედამიწაზე. ბუნება ადამიანის საციცოცხლო წყაროა.
ადამიანი შეუბრალებელია, რასაც კი დაინახავს, უნდა, რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ადამიანები ვერ აფასებენ ბუნების სილამაზეს. უმრავლესობას არ ესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს კაცობრიობას ბუნების გაუფრთხილებლობამ. ხეების გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, ადამიანი კი მას ერთ დღეში ჭრის, რაც დიდ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას - გარდა იმისა, რომ ჰაერი ბინძურდება, ხეების მოჭრა იწვევს ზვავს, მეწყერს. სამწუხაროდ, ადამიანი ამას ვერ ხვდება.
გავუფრთხილდეთ ბუნებას!
დავრგოთ ხეები და არ დავაბინძუროთ გარემო!
გვახსოვდე, რომ ბუნების გაუფრთხილებლობა მთელ კაცობრიობას უქმნის საფრთხეს!




შევხვდეთ ახალ წელს ხელოვნური ნაძვებით!

გერმანე წურწუმია
V კლასი

გერმანელებმა ახალი წლის შესახვედრად ერთი ტრადიცია მოიგონეს: ისინი ნაძვის ხეზე ჩამოკიდებდნენ ფერად სათამაშოებს და მის გარშემო ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მხიარულობდნენ. წლების შემდეგ კაცობრიობამ ახალი ტრადიცია შემოიტანა: ადამიანები ჭრიდნენ ნაძვის ხეს, შემდეგ ნაძვი ოთახში შემოჰქონდათ ისე, როგორც ახლა ხდება.
ამ ტრადიციის გაგრძელება შეუძლებელია, რადგანაც თუ ხეებს მოვჭრით, არ იქნება წყალი; თუ წყალი არ იქნება, არც მცენარეები იქნება და არც ჟანგბადი. ეს როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ! უმჯობესია, შევხვდეთ ახალ წელს ხელოვნური ნაძვებით!
                  


კუნძის ტკივილი
თიკო შენგელია
Vკლასი
     
ერთ უღრან ტყეში ერთი ლამაზი ხე იდგა. მას ხის მჭრელები კი ხედავდნენ, მაგრამ, ჯერ ძალიან პატარა იყო და ეცოდებოდათ ან, უბრალოდ, ჯერ არ სჭირდებოდათ.  
ნაძვი გაიზარდა და უფრო დამშვენდა. ერთ დღესაც, როცა ახალი წელი ახლოვდებოდა, ვიღაცამ მოჭრა ნაძვი და შინ წაიღო. ნაძვის ტოტები სათამაშოებითა და ფერადი ნათურებით მორთეს. ბავშვებს უხაროდათ... არავინ ფიქრობდა, რომ ნაძვს ტკიოდა და ჩუმ ცრემლებს ღვრიდა, დედატყეს რომ მოაშორეს... ხანდახან ნაძვსაც აიყოლიებდა ბავშვების ჟრიამული, მასაც უხაროდა და კოპწიაობდა... მაგრამ...
გავიდა დღეები, ტოტები ნელ-ნელა შეახმა, შეუყვითლდა. წიწვები სცვიოდა ყოველ შეხებაზე. აღარც ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ბოლოს სახლიდან გაიტანეს, დაჩეხეს და ბუხარი აგუზგუზეს. მხოლოდ ერთი კუნძიღა დატოვეს მისგან, კუთხეში მიაგდეს… ,,რა უბედური ვარ… ჩემი სილამაზე წამართვეს და კუნძაd მაქციეს’’,- ფიქრობდა კუნძი, მაგრამ არავის ესმოდა მისის წუხილი და განცდა.



დედამიწაჩვენი საერთო სახლი

თინათინ ქოთოლაშვილი
Vკლასი

ადამიანი და ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობს და ზემოქმედებას ახდენს მის ზრდა-განვითარებაზე, ბუნების ნაწილია. ჩვენი სიცოცხლის, სიჯანსაღის მთავარი განმსაზღვრელია გარემოს, ბუნების მდგომარეობა.
ეზოს დანაგვიანებამ, მდინარეების დაბინძურებამ, ხეების მასობრივად მოჭრამ შეიძლება დიდი ზიანი მოგვიტანოს.
დღეს მსოფლიოში ბუნების მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა. კაცობრიობის წინაშე მრავალი პრობლემა დაგროვდა, რაც ადამიანის მიერვე არის შექმნილი. ადამიანი გვიან მიხვდა იმ სიავეებს, რაც მის მიერ ბუნების უხეშმა დამორჩილებამ მოიტანა. ესენია: წყალდიდობები, გვალვები, მეწყერები, ღვარცოფები და ..
ბუნებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ არ გავუფრთხილდებით მცენარეებს, ცხოველებს, დავაბინძურებთ მდინარეებსა და ზღვებს, მოხდება უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა, რის შედეგადაც შეიძლება ყველაფერი განადგურდეს.
გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, დედამიწასჩვენს საერთო სახლს!

 

დავით ღუღუნაძე
V კლ.
ტკივილი

რა არის ტკივილი? – ტკივილი არის შიშის მომგვრელი გრძნობა ნებისმიერი სულიერისათვის. რამდენჯერ გვინახავს ნაცემი ცხოველის თვალებში ჩამდგარი ტკივილი, ან მტაცებლის მიერ დაჭერილი მსხვერპლის ტკივილიანი ხმა. თუ ყურს კარგად მივუგდებთ ბუნებას, გავიგონებთ მოჭრილი ხის ტკივილსაც.
ბუნების ხან ტკივილიანი ხანაც სიხარულით აღსავსე ხმა ყველაზე კარგად ესმოდა დიდ ვაჟა-ფშაველას. მას გულს უკლავდა დაობლებული შვლის ნუკრის ტკივილი. გულგრილი მონადირე ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა იმაზე რომ შველსაც, ბუნების ამ საოცრებასაც უნდა სიცოცხლე, ერთი წუთითაც არ უფიქრია მის დაობლებულ შვილზე, პირიქით ალბათ ნუკრი რომ ეპოვა სიამოვნებით გამოსჭრიდა ყელს. სასტიკმა ადამიანმა შეუხორცებელი იარა დააჩნია ნუკრს, მას არასოდეს დაავიწყდება დედის მკვლელობის სურათი, არასოდეს გაუნელდება ეს ტკივილი, არასოდეს დაავიწყდება ობლობა, შიშით გატარებული ბავშვობა. ალბათ მას აღარასოდეს ექნება ადამიანების ნდობა. როდესაც ბავშვობაში ვკითხულობთ შვლის ნუკრის ამბავს გვეტირება, განვიცდით, მაგრამ შემდეგ რა გვემართება? ჩვენ ხომ შეგვიძლია ათასი საშინელება ჩავიდინოთ.
პაოლო იაშვილს პატარა ფიჭვების ტკივილიანი ცხოვრება აწუხებს. “ხე ხომ არავის არ ეცოდება, მით უმეტეს, ქარხნის პატრონსფიცრის დამხერხავს.” საცოდავ ფიჭვებს უამრავი ტკივილი მიაყენეს, ჯერ მათი გამზრდელი ბებერი ფიჭვი მოჰკლეს, ამით მათ პირველი ტკივილი მიაყენეს, შემდეგ თვითონ ტყუპები მოსჭრეს, ორივე გააშიშვლეს დახერხეს და ტივად შეკრული მდინარეში გადაუშვეს, ეს მათი მეორე ტკივილი იყო. ტყუპები ერთმანეთს ეკვროდნენ, ეხვეოდნენ, არ უნდოდათ ერთმანეთთან დაშორება, მაგრამ მათი ხმა ხომ არავის ესმოდა. . . მათ ერთმანეთთან განშორების ტკივილიც აგრძნობინეს. უკანასკნელად ერთმანეთს შეხვდნენ კედელზე გაკრულები, ერთმანეთს ვერც ხედავდნენ ვერც ეხვეოდნენ. კალატოზმა შელესვა დაიწყო. “დებს თვალები შეეკრათ, შული შეეხუთათ, შელესვა რომ გათავდა, აღარ იყო მეოთხე ტკივილი, იყო სამუდამო სიჩუმე: სიკვდილი”. ისე დადუმდნენ ტყუპები, რომ მათი ტკივილი არც კი შეუმჩნევია ადამიანს.
თუმცა რაზე ვლაპარაკობ. . .  ჩვენ ადამიანები, ხომ ასე ადვილად ვაყენებთ ერთმანეთს ტკივილს. რა ხშირად ვხედავთ ფიზიკური ტკივილით დატანჯულ ადამიანებს, მაგრამ რა მოსატანია ფიზიკური ტკივილი იმ ტკივილთან რასაც სული განიცდის. დანით მიყენებულიჭრილობა ადვილად გამრთელდება, ხოლო სიტყვით სულისათვის მიყენებული ჭრილობა ვერ განიკურნება. შეურაცხყოფითა და დამცირებით მიყენებული ტანჯვა უფრო ძნელი ასატანია, ვიდრე ხორციელი ტკივილი.
ადამიანებს სულიერ ტკივილს აყენებს ახლობლის ფიზიკური ტკივილი. ხანდახან ჩვენ სულიერ ტკივილს თვითონ ვაყენებთ საკუთარ თავს. როდესაც გავაცნობიერებთ რომ ცუდად მოვიქეცით, სინდისის ქენჯნას განვიცდით. სინდისის ქენჯნა სულიერი ტკივილია. შეიძლება გათავისუფლდეს ამ ტკივილისგან ადამიანი? – ალბათ შეიძლება, აქეთ გადადგმული პირველი ნაბიჯი არის შეცდომის აღიარება და მონანიება. შემდეგ თუ გვაპატიებენ ტკივილიც მიყუჩდება. მიღებულმა პატიებამ არ უნდა დაგვავიწყოს დაშვებული შეცდომა, იგივე ტკივილი აღარასოდეს უნდა მივაყენოთ არც სხვას და არც საკუთარ თავს......